შენამდე ჯერ კიდევ შორია,
ვერ გამოვლიე მანძილი,
გიყვარვარ ასე მგონია,
შენი ნახვის მკლავს წადილი.
ჩვენ ერთმანეთის ვიწამეთ,
ბულბულს დაგხვდები ვარდივით,
დაეშვი აქ, ჩემს მიწამდე,,
ვიცი, არაა ადვილი.
მინდა ლურჯ ველებს გაწვიო,
ტყე-ჭალა შემოგატარო,
ჭინკების ქორწილს დაგასწრო,
ჩოხა-ბოხოხი ატარო..
No comments:
Post a Comment