რტო
ბედთან აღარ ვდაობ, თუმცა რა აზრი აქვს...
შენთვის მოტეხილი რტო ვარ იასამნის,
ჩემი სიცოცხლე კი მომცრო ლარნაკშია,
შენ რომ წყალს უსხამ და... ვსუნთქავ ღია სარკმლით
უკვე ფესვგადგმული. გელი... და ამ დილით,
წყურვილს ვეღარ ვიკლავ, რადგან ეს ეს არის
ვგრძნობ, რომ უმოწყალოდ დაგავიწყდი,
შენი მონატრებით ფესვშემშრალი.
No comments:
Post a Comment