ვერ ამოვზიდე!
ფრთები რომ იყო ერთ დროს, ქვეყნის დასაბამიდან,
მაგრამ ცოდვებით ამ ხმელეთზე ძაფებით ვებმი,
რა ვუყო, თუ კი ოცნებად მაქვს, ცაში გაფრენა.
მე მუხასავით ჩავეზარდე ამ მიწას, ქართლის,
ტოტებს მაჭრიან, იარები მაწუხებს, მტკივა,
მაგრამ თუ ამდენ გრიგალსა და ქარებს გავუძელ,
ფესვს გაგიმაგრებ, რომ მოვკვდები, სამშობლოს მიწავ.
სული კი ზევით ღმერთის სამწყსოს შეუერთდება,
გადაიქცევა თეთრ ლოტოსად, ალუბლის კვირტად,
ვაზის ცრემლებად დამწურე და მომიალერსე,
შემომეშველე, ღმერთო, თუ კი ფრთებს ვეღარ ვზიდავ.
No comments:
Post a Comment