ფშაველი, სალაღობო მცირე ლექსით შევეზიარები:
თან ამერიკას ვნახავდი! /ფშაურ კილოზე./
არასდროს არ მიფიქრია,
მე თავის გამოჩენაზე,
ეხლა კი ძაან მამინდა,
თქვენთან რო ვიყო სცენაზე.
არა ვარ ზოგიერთივით,
მარტო რო არი კბენაზე,
თქვენ საფერებელ სიტყვები,
ბევრი მადგება ენაზე.
სათქმელს პირისპირ გეტყოდით,--
როდემდე ვიყო თმენაზე,--
თ ა ნ ა მ ე რ ი კ ა ს ვ ნ ა ხ ა ვ დ ი...
რა ვქნა, ვარ გამორჩენაზე!!!
P.S. გეხუმრეთ,ვიცი, ვინც მანდ ხართ,
სული გჭირავთ კბილითა,
არ შაგაშინოთ წყვდიადმა,--
მზე კვლავ ამოვა დილითა!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ . თესალონიკი.
6 . 07 . 2012 წელი.
No comments:
Post a Comment