Tuesday, July 5, 2022

კომენტარები ლექსზე: ,,ხელს ნუ გამიშვებ!"

კომენტარი, ავტ. ავთანდილ ჟღერია

 "ხელს ნუ გამიშვებ" 

მოვკვდები,
ცოდვად დაგრჩები
გულშია,
შამიყვარ შამისისხლხორცე,
მაგ უკარება სულშია.
ო როგორ მიყვარს
ფერდობზე,
სათიბად მწიფე
ველია,
შენი თვალები
ზღვისფერი,
და სახე ხორბლის
ფერია.

პასუხი: მაია დიაკონიძე

ვაჟო, მერედა ვინ გიჭერს,
სულში თუ ალი გინთია,
ალბათ, შენ თვითონ მიხვდები,
ვის სიყვარული მჭირია.
მოდი და შემომეღობე,
როგორც განწირულს მაშველი,
ყანაში ყაყაჩოდ მოვალ,
მწყურვალ სათიბზე დაგხვდები,

No comments:

Post a Comment