Friday, July 2, 2021

ხან გრიგალი ვარ (სატრფიალო, სიმღერა დაწერა და შეასრულა ნატალია ჭელიძემ)

სატრფიალოების ციკლიდან:
ხან გრიგალი ვარ!

ხან გრიგალი ვარ, ხან - ცელქი სიო,
ჩურჩულით, ნაზად ვეხები ბაგეს,
თითქოს ბადაგი ჩაწურეს შიგნით,
ასეთი ტკბილი ვეღარსად ვნახე.
შენს ლურჯ თვალებში ჩამდგარი ტბები 
კოცნით დავფარე და დავეწაფე,
ლურჯი მინახავს თვალები ბევრი,
შენნაირი კი ვეღარსად ვნახე.
თმები მიგიგავს აჩეჩილ ნისლებს,
დაფენილს მთისკენ მიმავალ გზაზე,
ბევრი გავთელე მწვერვალზე ნისლი,
შენნაირი კი ვეღარსად ვნახე.
მაია დიაკონიძე
2.07.2021 წელი

No comments:

Post a Comment