Friday, July 2, 2021

სონეტისმაგვარი

ნუთუ გადახმა ფერად ველზე ყველა ყვავილი,
ეს გული ისევ ღალატისგან დამაშვრალია,
მაგრამ ვხედავ, რომ, ნაზად მოჩანს ერთი ყვავილი
და  ეს უთუოდ ახალ გრძნობათ ნაპეწკალია.
ყაყაჩო არის, აუნთია წითლად ფურცლები,
მზეს იწვევს თავის მიჯნურად და თავის საბედოდ,
მაგრამ ვინძლო, კვლავ  არ დაიწვა, არ დაიბუგო, 
მზესთან თამაში ხელმეორედ აღარ გაბედო.
 
თუ გულმოკლული სიყვარულით კვლავ აენთება,
მისთვის ახალი, სხივიანი დღე გათენდება
და არ მოაკლო, ღმერთო, ასეთს ბედნიერება.


No comments:

Post a Comment