სანამ სამშობლო აქაა
სანამ სამშობლო აქაა,
მიწას ათოვს და აწვიმს,
ძილს არ მივეცეთ საღათას,
არ მივუშვიროთ შუბლები,
ტყვიას გასროლილს ჩვენკენ,
რომ არ დაგვერქვას კურდღელი,
ჩირგვში საფარს რომ ეძებს.
სანამ სამშობლო აქაა,
მიწას ათოვს და აწვიმს,
ძილს არ მივეცეთ საღათას,
არ ვუღალატოთ არწივს.
მაია დიაკონიძე
23.11.2024 წელი
No comments:
Post a Comment