Monday, November 25, 2024

ღმერთი არის და ვარ ბედნიერი

 ღმერთი არის!


როცა დილის ცას გავცქერი ნათელს,
როცა სულში არ მედება მტვერი,
ხელს ჩამოკრავს თითბრის ზარებს მნათე,
ღმერთი არის და ვარ ბედნიერი.

აღარ არის გულში მტრობა, შური,
ხმა გაისმის ეშმაკების ძლევის,
ღიმილია ჩვენ შორის მეგზური,
ღმერთი არის და ვარ ბედნიერი.
მაია დიაკონიძე
25.11.2024 წელი

No comments:

Post a Comment