Tuesday, November 26, 2024

მარიამის პასუხი (საბავშვო)

მარიამის პასუხი
- სიყვარული რა არის? -
ვეკითხები მარიამს,
-სიყვარული წყაროდან
ერთი კოკა წყალია,
ტახტთან როცა მივუტან
პაპას დილაადრიან,
- ღმერთმა მოგცეს წყლის ძალა, -
მეუბნება, - მარიამ!
მაია დიაკონიძე
26.11.2024 წელი


No comments:

Post a Comment