წვიმა გვიშენს ქვეითებს,
პაემანზე მივდივარ,
სულ არ იცავს ეტიკეტს.
არ სჭირდება თარაზო,
შემომიძვრა ქოლგის ქვეშ,
- სად მიდიხარ ლამაზო?!
აგერ კოცნა ჩემი შენ. -
დამისველა მხრები და
დამისველა ტუჩები,
თან მეძახის ,,ერიჰა,
გოგოვ, რას იბუტები."
შვეულად თუ ირიბად
წვიმა გვიშენს ქვეითებს,
პაემანზე მივდივარ,
სულ არ იცავს ეტიკეტს.
No comments:
Post a Comment