Thursday, November 28, 2024

ჭინჭილა და ტასუნა (საბავშვო)

 ხან დოქით, ხან ჭინჭილით

გზას მიყვება ტასუნა,

თმებზე რომ მოეფეროს

ჭკვიან გოგოს, ქარს უნდა.

იცის, წყაროს წყალია 

ჭინჭილაში წკრიალა,

ყველა ბავშვის ვალია,

რომ მიართვას ფიალა,

დედას, მამას, ბებიას,

პაპას, თანაზიარად,

წყალში  ლურჯი მთებია,

მზემ რომ ააწკრიალა.




No comments:

Post a Comment