გადაგავიწყდი, შენ წინაშე მიმიძღვის ბრალი,,
მე, როგორც ძაღლი, შევცქეროდი სამყაროს ღრენით,
ვერ მოვიხადე ამა სოფლის საზეო ვალი,
გულში შემომრჩა, მხოლოდ მთები, მაღალნი, ბრგენი.
მათ ვენაცვალე, მათ მასწავლეს ზეცაში ცქერა,
სულ სევდიანებს, ჭაღარით რომ მოჰქონდათ თავი,
ქედს ვუხრიდი და დღემდე მათი უცილოდ მჯერა,
არსად არ წავლენ, მიწიდან ვერ გააგდებ ძალით.
No comments:
Post a Comment