Friday, November 29, 2024

თეთრო გიორგი! (პატრიოტული)

 თეთრო გიორგი!

გველეშაპს თავი მოვჭერი,
ამოეზარდა ისევ,
გოგო-ბიჭების მიცემა
იმისთვის ისევ მიწევს,
აღარ გამოჩნდა გიორგი
თავისი თეთრი ცხენით,
გველეშაპი კი მეტს ითხოვს,
გამიზარდეო ძღვენი.
სადა ხარ, თეთრო გიორგი,
სადაა შენი გორდა,
გადაარჩინე ქვეყანა,
ჩვენი ჯიში და მოდგმა,
მტერს ზვავად ჩამოეშალე
და ნაბადივით გათელე,
შენი იმედი გვაცოცხლებს
შენზედ მონდობილ ქართველებს.
მაია დიაკონიძე
29.11.2024 წელი

No comments:

Post a Comment