Sunday, November 24, 2024

მოხუცო! (პატრიოტული)

 მოხუცო!


ვეღარ გაცილებ მოლურსმნულ მზერას,
მოხუცო, ვხედავ, რაღაცა გიჭირს,
თავს დაგვტრიალებს ყვავი და ძერა,
შენს თვალში ვამჩნევ ნაპერწკალს რისხვის.

ალბათ, ფიქრობ, რომ ჩვენ ვერ ვივარგეთ,
და სიყვარული აღარ გვაქვს მიწის,
მთელ სამყაროში მიმოვიფანტეთ,
ქვეყანას აწევს ბურუსი ტყვიის.

ხატ- სალოცავი დავაგდეთ მარტო,
დედას არ ესმის ფიქრები შვილის,
სახლის სახურავს წვიმები ალტობს,
ეზო- კარგს დრონი დაუდგა ძილის.

შენ კი, მოხუცო, ხელ- ჯოხით ხელში
გაგიწევია შვილებთან ქალაქს,
თან მიგაქვს მათთვის ეს მიწა პეშვით,
რომ აგრძნობინო იმისი ძალა.

თუ შვილებს არა, შვილიშვილს მიეც,
იგრძნოს სურნელი ვენახის, ბაღის,
რომ აღარ გახდეს მისთვის სულერთი,
თუ სად აღმართოს მან ბაირაღი.
მაია დიაკონიძე
24.11.2024 წელი 

No comments:

Post a Comment