Friday, November 29, 2024

მაოცებდა (სატრფიალო)

მაოცებდა...
მაოცებდა მაგ თვალების
სიმუნჯე და სილურჯე,
და რაღაცა ეშმაკეულ
ძალებით დამიუნჯე.
მომიტაცე და პეგასმა
ქვეყანა მომატარა,
სად მიწაზე ფეხი დავდგი,
წყარო გაჩნდა პატარა.
წყალი ვსვი და გამომექცა
შენკენ ჟრუნა ლექსები,
უნდა შევქმნა კართოტეკა
ბნელში ხელისცეცებით.
მაია დიაკონიძე
28.11.2024 წელი

No comments:

Post a Comment