Monday, November 25, 2024

Tamaritamro Bagashvili თამარ ბაგაშვილი

11 სთ 
აირევიან ეს ამინდებიც,
ვინიცის როდის გამოდარებს,
ცივია გული ,
როგორც სამარე,
ცივი ქარები მიმტვრევენ კარებს.
სისულელეა ამ ქვეყნად მოსვლა,
სისულელეა უნდა თქვას კაცმა,
არც დასაწყისი...
არც დასასრული...
ჯვარცმა, აღდგომა და ისევ ჯვარცმა...



 ელგუჯა ციგროშვილილექს~კომენტარი

თამარ~ქალს :
1 . ნუ შეგაშინებს
ცივი ქარები ,
გადაივლის და
დარი დადგება ,
იმედს გაუღე
გულის კარები
და შიგ იმედის
შუქი ჩადგება .
2 . უფლის კვალს
უნდა მისდიოს კაცმა ,
გაითავისოს
ვნება და ქება :
ჯერ დაბადება
და მერე ჯვარცმა ,
შემდგომ აღდგომა
და ამაღლება !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
25 . 11 . 2024 წელი .

No comments:

Post a Comment