დღეს პოეტი-ემიგრანტის ელგუჯა ციგროშვილის კუნწულა ლექსებს წარმოგიდგენთ:
ციკლიდან: ,,კუნწულა ლექსები"
ყველა ნასროლი სამიზნეს ასცდა,
შინ მოსამკალი დამრჩა ყანები,
როგორც ფუფალას – ხელთათმანები.
ქ. თესალონიკი, 30.04. 2023 წელი
-----------------------
ზღვის ქაფს ჩამომბანს მღელვარე ზვირთი,
შენ აფროდიტეს გამკობს სინაზე,
,,რამლის მჩხრეკავის" ვიტვირთე ტვირთი,
ფიგურებს ვხატავ ბედის სილაზე.
ბედნიერებას არა კმარია
მხოლოდ სიტურფე, მხოლოდ მშვენება,
თუკი სადაც ხარ, არ გიხარია,
არც დაღამება, არც გათენება.
ქ. თესალონიკი, 23.03. 2023 წელი
------------------------------
თუმც ღმერთმა ქალი კაცისგან შექმნა,
ჩვენ სამყაროს ვგრძნობთ თავად ქალებით,
შეყვარებული ქალი ჰგავს ზეცას,
ვარსკვლავებივით ნათელ თვალებით.
ქ. თესალონიკი, 14.03. 2023 წელი
--------------------------------------
ჩვენთვის მამულია სალოცავი წმინდა,
არ თქვათ: ,,მისი კვნესა აღარ გვეყურება",
ნუ თვლით, რომ სახლიდან მერცხლად გავფრინდით და,
უცხო ქვეყანაში დავრჩით ბეღურებად.
ქ. თესალონიკი, 25. 12. 2022 წელი
თუ...
რა საჭიროა მოთმინების
მივსო ფიალი,
ზვავი რომ მოსწყდეს,
მისთვის კმარა პატარა გუნდაც...
აღარას უშველს ვაი-ვიში,
კბილთა ღრჭიალი,
თუ ჩ ე მ შ ი მ ო ჰ კ ვ დ ი _
ასი წელი იცოცხლე თუნდაც!
____
და ბევრჯერ მინდა!
სხვისი მიწა ვერ გავითავისე,
ფიქრი არ სწყდება
მშობლიურ არეს...
და ბევრჯერ მინდა
ყმუილი ისე _
როგორაც მგელი
შეჰყმუის მთვარეს!
_____
****
როს დადუღდება
სიყმაწვილის ტკბილი მაჭარი ,
განვლილი წლები შეგვახსენებს
ძველ ს ი მ პ ა ტ ი ე ბ ს ...
მოვა ს ი ნ დ ი ს ი _ ჩუმ
გრძნობათა ძ უ ნ წ ი ვ ა ჭ ა რ ი ,
გაუნაღდებელ თ ა მ ა ს უ ქ ე ბ ს
არ გ ვ ა პ ა ტ ი ე ბ ს !
____
ი მ ე დ ი !
ჩავლილ წლებს გაჰყვა
ბედნიერი ჩვენი
ბ ა ვ შ ვ ო ბ ა ,
წავიდა , გაქრა , ამაოა
დღეს ძებნა კვალის ...
კაცს არ შეჰფერის
ვ ა ი - ვ ი შ ი და
ა წ მ ყ ო ს გმობა ,
პ ა ნ დ ო რ ა ს ყ უ თ შ ი
ვიდრე ბუდობს
ი მ ე დ ი ხ ვ ა ლ ი ს .
___
ფერები დააკლდა ...
დ ა რ დ მ ა დამიბრიყვა ,
სხვად ვარ კაი ჯანზე ,
გ უ ლ ს ვეღარ ვაყუჩებ ,
ფ ი ქ რ ი ს გ ა ნ დაზაფრულს ...
მ ე რ ც ხ ა ლ ი არ მოფრინდა
მეზობლის აივანზე
და ... თითქოს
ფ ე რ ე ბ ი დ ა ა კ ლ დ ა
გ ა ზ ა ფ ხ უ ლ ს !!!
_______
ვ ე დ რ ე ბ ა !
ბოლოს სულ ყველას გვეწურება
ა ქ ყ ო ფ ნ ი ს ჟ ა მ ი ,
უცნაურ თ ხ ო ვ ნ ა ს ,
სიამაყე ჩემი მკარნახობს :
ს ა ყ ვ ა რ ე ლ ქ ა ლ თ ა ნ
არ დამიდგეს ღ მ ე რ თ ო ეგ წამი _
რათა ს ი კ ვ დ ი ლ თ ა ნ
დ ა მ ა რ ც ხ ე ბ ა ჩემი არ ნახოს !
-----------------
ქვრივი ბორდელში ვერ იმუშავებს,
არ გამოუვა ძაძებით გლოვა,
მას წარამარა გახდიან შავებს,
როგორც კი მისი ,,კლიენტი მოვა!"
No comments:
Post a Comment