გვიანი შემოდგომაა
გვიანი შემოდგომაა, მთაში წვიმები ცრის,
ეს სიყვარულის ოდაა თუ ტირილია მკვდრის,
გამოჰყოლია ნიაღვარს ერთი ნაგლეჯი ცის,
გვიანი შემოდგომაა, მთაში წვიმები ცრის,
ხევხუვში ქარი სეირნობს, კლდეებს არ აცლის ძილს,
თავის სიმღერებს უმღერის, ნეტავ, თუ იცის ვის,
იმისთვის არის სულერთი, რომ ველოდები გმირს.
მაია დიაკონიძე
24.11.2024 წელი
No comments:
Post a Comment