დიალოგი ბებოსთან
- რად ამშვენებს ყვავილები მიწას,
ან ღრუბლები რად დადიან ზემოთ?! -
არ ისვენებს მწვანეთვალა ნიტა,
- მივირთმევდით, როგორც ბამბის ნაყინს,
თეთრ-თეთრ ფთილებს, გავუგებდით გემოს,
- თოვლის ფიფქი როგორ მოვა მაშინ?
- ბებო, დარჩეს ეგ ღრუბლები, ზემოთ!
მაია დიაკონიძე
26.11.2024 წელი
No comments:
Post a Comment