Friday, July 2, 2021

ავტ. ელგუჯა ცოგროშვილი კომენტარებით

ჩემი გზა!
1.ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე,
ალბათ სხვანაირად გავივლიდი...
ახლა ვხვდები, გულით ვის ვუყვარდი,
ვინ ერთგული იყო და ვინ ფლიდი.
2.სიჭარმაგე ამჩნევს მზეზე ჩრდილებს,
„ცოდვა ყოველთვის სჯობს გამხელილი“.,
რადგანაც გიჟმაჟი ს ი ყ მ ა წ ვ ი ლ ე,~
ბ რ მ ა ა ... მაგრამ თვალებგახელილი.
3.ბევრჯერ შემეშალა შეფასება,
რაიც თვალით ვზომე, თვალით ვწონე,
იქნებ დროულად ვერ მივახმარე
მ ა დ ლ ი,~ ჩემივ ც ო დ ვ ი ს საპირწონე.
4.გულშიაც ტკივილად შევინახე,
იმედის ჩიტი რომ არ დაბრუნდა...
და ბევრჯერ „გ ზ ა მაშინ დავინახე,
როდესაც უ რ ე მ ი გადაბრუნდა!“
5.თავს ვერ ვარიდებდი ცოდვის ხუნდებს,
ალბათ ბევრჯერ შავსაც თეთრად ვთვლიდი,
ცხოვრება კვლავ უკან რომ დააბრუნა,~
როგორ სხვანაირად გავივლიდი!
6.ცოდვამდის ხომ ერთი ნაბიჯია
და ბედი ვის როგორ უღიმოდა,
ყველამ თვითონა თქვას: რა ბ ი ჭ ი ა,~
„ვინაც იცხოვნა და ა რ ა ს ც ო დ ა !!!“
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი. 6 მარტი, 2019 წელი.

Maia Diakonidze
მე ისე დავიღალე ცხოვრებით, მხოლოდ დასასრულს ველოდები, კარგი ლექსია, გაიხარეთ

ელგუჯა ციგროშვილი

Maia Diakonidze ლოდინი რად უნდა , ის ისედაც მოვა ...
საქმე ილიასეულ წესშია :
,, ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო ,
აბა , დღეს მე , ვის რა ვარგე ?"

 Maia Diakonidze

ელგუჯა ციგროშვილი ვეკოთხები, სამსჯავროზე გამოჩნდება, რა გამიკეთებია, ბევრი ვერაფერი, ყველა ბუმბერაზი ვერ იქნება, ჩვენი პატარა წვლილი შეგვაქვს ქვეყნიერების საქმეში


ელგუჯა ციგროშვილი

Maia Diakonidze თავმდაბლობა , ღირსეული ადამიანების თვისებაა ...
მე გვიან ვნახე თქვენი ნაწერებიც და ნახატებიც და აღტაცებული ვარ . თქვენ ცხოვრებაში ბევრ ჩვენთაგანზე მეტი ნადვილად გაქვთ გაკეთებული და რომელიმე ჟიურის შეფასება , იმისათვის მე რა მომწონდეს თქვენში , სულ არ მჭირდება . მე კარგსა და ცუდს ხელოვნებაში კარგად ვარჩევ და ჩემი გემოვნების ,, ჟიურიც" თვითონა ვარ : თქვენ , საწუწუნო ნამდვილად არაფერი გაქვთ და სამსჯავროსაც ასკინკილათი გაივლით !

No comments:

Post a Comment