თვალებში ჩამხედე !
Friday, December 31, 2021
თვალებში ჩამხედე! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი
Thursday, December 30, 2021
კამკამა წყაროს ტირიფთა ჩრდილში ისე ვნეტარებ,
აქ მომიყვანე, ო, ჩემო ზევსო, უცნობ მიწაზე,
მაგრამ მე შენთან ყოფნის სურვილს ვერას ვუხერხებ,
მხოლოდ შენ ერთის ქვეყანაზე ცამდე ვიწამე.
შენ ჩემო ხარო, შემკობილო მარგალიტებით,
თეთრო თოვლივით, შემაყვარე თავი უცებვე,
მოგრთე ყვავილით, როგორც უფალს, ისე მოგენდე,
არ მიღალატებ, არ დამტოვებ, ჩემო მოკეთევ.
შენ გამოგყვები, როგორც არწივს, მფრინავს ზეცაში,
შენ მომლოდინეს არ მაშინებს ზარი ქარიშხლის,
ვიცი, რომ მოხვალ, არ ვიქნები ფითრი, ფერმკრთალი,
და ჩვენ დავრჩებით, როგორც მხარე ერთი მედალის.
იქნება მზერის ლაბირინთში გორგალს გამოვყვე,
რა იცი, იქნებ გამიმართლოს, შენთან მოვიდე,
და აირეკლავს თვალი ჩემი ლამაზ გაზაფხულს,
შენს თვალში რომ ჩანს, გაგვანათებს სხივი ორივეს.
აყვავდებიან ჩემს სისხლშიაც ძოწის ტიტები,
და უშურველად დიდ განცხრომას მიეცემიან,
მზე ხარ, სიცოცხლე, წაგიკითხავ მხოლოდ ტიტრებით,
სიტყვები რაა, როცა სისხლში ვარდის ტევრია.
ჰე, მამულო! (პატრიოტული, ერთსტროფიანი)
შემოზამთრდა, მე ვიტყოდი ასე მოკლედ,
ჩიტმა წყალი ყინულიდან წვეთად შესვა,
ვერაფერმა ვერ გაყინა ჩემი სისხლი,
ჰე, მამულო, რაც ვიყავი, იგივ დღეს ვარ!
მე დღეს მოვედი (სატრფიალო)
მე დღეს მოვედი ისე დაღლილი,
მკერდზე მოგადე თავი ბავშვივით,
და გავაღვიძე შენში აპრილი,
გადარეული, ვნებებაშლილი.
ხელში ამწიე, როგორც ბუმბული,
ქართლის მინდვრებზე ფრენით დავეშვით
და შევუერთდით მარადისობას,
თეთრად ყვაოდა სადაც ძახველი.
(.მასპინძლად დაგვხვდა აქ გაზაფხული
და ვარდის ნამი შეგვასვა პეშვით)ნინო ალადაშვილს! (კომენტარი მის ლექსზე) ავტ. ელგუჯა ციგროშვილი
ჩემო ნინო!,,დარდების და სიხარულის შემგროვებელო,'' ვნახე შენი ლექსი:
ია ნანეიშვილს! (ერთსტროფიანი მიძღვნა)
შენ აღარ გვყავხარ, დედოფალო, აღარ იაობ,
ახლა ზეციდან ჩამოგვძახებ, ია მქვიაო,
Wednesday, December 29, 2021
Monday, December 27, 2021
არ შემიძლია, რომ არ მიყვარდე
არ შემიძლია, რომ არ მიყვარდე,
რომ არ ვიწვოდე ვნების ქარებით,
ამ სამყაროში, ჩემს თავს კი არა,
მგონი სუყველას განაცვალებდი.
შენა ხარ ჩემი სული და სულთქმა,
შენა ხარ ჩემი ზეცა უძირო,
ახლაც მინდორში ბალახზე ვწევარ,
რომ შენს თვალებში ზეცას ვუმზირო.
და განა კმარა თუნდაც "მიყვარხარ",
რომ გითხრა, ჩემო, სულო ზღაპრულო,
შემდეგში ალბათ ბულბულად მოვალ,
რომ ჩემებურად მოგიქართულო.
გითხრა, თუ როგორ ძლიერ მიყვარხარ,
ვეღარ ვცვლი ჩემი სულის ამინდებს,
არ შემიძლია, რომ არ მიყვარდე,
მაპატიებ და ალბათ გამიგებ.
ასე მგონია, მედენები შენი გულიდან,
ქარმა მსტოვარმა მომიტანა ესე ამბავი,
მე შენ მიყვარდი დასაბამით, გაზაფხულიდან,
შენი სიტყვაა ჩემი სულის მწე და წამალი.
შენ კი კვლავ დუმხარ, როგორც დუმდი ალბათ მაშინაც,
მე რომ სიყვარულს უსასრულოდ გეფიცებოდი,
შემოგანათებ ჩემი სულის ციურ ათინათს,
მაინც აღვსდგები, ტკივილით რომ ძირს ვეცემოდე.
Sunday, December 26, 2021
ბავშვი ხარ, ჩემო, ზეცა გიდგას მაგ ლურჯ თვალებში,
მითებითა და ლეგენდებით, ამირანი ხარ,
დარდების ქარი გცემს მკერდზე და ლამაზ სახეში,
მაინც სიკეთის, სათნოების ბილიკს ადგახარ.
გულში გინთია ტრფობის ცეცხლი, არ ინავლება,
რა ბედენაა, რომ იცხოვრო უსიყვარულოდ,
დიდი კაცები ხომ რჩებიან მარად ბავშვებად,
ზღაპარში დარჩი, ოცნებაო, გულს მიმალულო.
კუნწულა ლექსებიდან: "ისევ შენზე ვფიქრობ!", ავტ. ელგუჯა ციგროშვილი
24 . 12 . 2021 წელი
Friday, December 24, 2021
სიზმრად გნახე (სატრფიალო)
სიზმრად გნახე, თეთრი ცხენი მოაჭენე,
და ეს ღამე ჩვენ ორივემ გავათენეთ,
შენ მავლებდი ტრფობისა და ცეცხლის ენებს,
მე სხეული შენს ალერსში დავასვენე.
დაიპყარი ჭაუხები, მყინვარწვერი,
შენი გული კიდევ ახალ მწვერვალს ეძებს,
დასაპყრობად ახლა დაგრჩა ევერესტი,
დაგიძახეებ, უფლისწულო, მერე მეფეს.
Thursday, December 23, 2021
მე უკვე აღარ მკლავს დარდი
იცით, მე უკვე აღარ მკლავს დარდი,
შენ მდუმარებ (სატრფიალო, ერთსტროფიანი)
შემ მდუმარებ და მეც ვდუმარებ, როგორც კლდის ლოდი,
ლოდინსაც თავის სასურველი უტყვი ხიბლი აქვს,
ერთხელაც ამას ხომ მოყვება ხმაური დიდი,
კლდე კლდეს შეხვდება და ქუხილით შევძრავთ ბინდიანს.
მკერდზე მოგეკარი (სატრფიალო)
მკერდზე მოგეკარი, თვალებში ჩაგხედე,
შენ მითბები (სატრფიალო)
Wednesday, December 22, 2021
მოდი, დამარბიე (მეორე ვარიანტი, სატრფიალო)
მოდი დამარბიე, დამწვი, დამანელე,
მე სიყვარული მესმის (სატრფიალო)
მოდი, დამარბიე (სატრფიალო-ეროტიკული)
და მაშინ მოვალ, სრულებით რომ არ მელოდები! (სატრფიალო)
ვერ დაამშვიდებს ვერაფერი გრძნობათ ქარიშხალს
და მაშინ მოვალ, სრულებით რომ არ მელოდები,
ერთად შევხვდებით სიყვარულის დიად განთიადს
და ჩვენ გვერგება სასწაული მცირეოდენი .
შენ ჩემში ნახავ უკვდავ წყაროს და მის ჩანჩქერებს
და იმეგობრებ მხოლოდ ჩემთან, ჩემზე ფიქრებთან,
და ნახავ ლაღი მზის სხივების ნათელი ჩქერი
ღვინით ავსებულ ბოკალებში როგორ იმსხვრევა.
Sunday, December 19, 2021
მე სიყვარული გავატანე (სატრფიალო, ერთსტროფიანი)
მე სიყვარული გავატანე მთებსა და ნისლებს,
ყვავილებს, მუზას, შეფარვით რომ შორიდან მიმზერს,
და ახლა დაცლილს მხოლოდ შენ თუ მეიმედები,
რომ სიყვარულით დაჭრილ გულზე მტლად დამედები.
სული ხარ ჩემი (სატრფიალო)
ზამთრის ქარაშოტს გამოვყვები, ჩაგისახლდები,
გულს გაზაფხულის მზის სხივივით აგიფერადებ,
შენ რომ მოკითხვებს ჩემი ფანჯრის მინას ახლიდი,
დღეს ჩემი გული შენზე ფიქრში თრთის და მღელვარებს.
სული ხარ ჩემი, ჩემი ხორცი, ჩემი ნაწილი,
ისე ვიწვები, როგორც თივა მიმქრალ ღადარში
და შენი ხელი ცოტა თუ არ წამომაშველე,
ამ ჩემს სიყვარულს, ვით ნაკვალევს, თოვლი გადაშლის.
დავიღვარო კოცნებად (სატრფიალო)
შენი სულის ყაყაჩოებს მიგზავნი,
ალბათ ველზე დამიკრიფე ოდესღაც,
მეც მასავით გინდა წითლად ამანთო,
დავიღვარო კოცნებად და ოცნებად.
წამო, ერთად ქარიშხლებში ვიაროთ,
ჩემი გული მომიძღვნია ტარიგად,
ოქროს ჩიტი სიყვარულზე გვიამბობს,
გაგვეგება ყვავილების ხალიჩა.
Saturday, December 18, 2021
შენ ვისაც ეძებ, მე ის არა ვარ! (სატრფიალო)
შენ ვისაც ეძებ, მე ის არა ვარ,
წლებმა სახეზე გადამიარა,
შენ სულის სიმებს ეძებ ფაქიზებს,
მე ხმის ჩახლეჩით ვყვები გიტარას.
შენ ბეთხოვენის მუსიკა გხიბლავს,
ჩემს სულთან უფრო ახლოა ბახი,
შენ მთვარის სხივით მოსასხამს მირთავ,
რომ შევერიოთ ვარსკვლავებს ღამის.
სურვილებს შენსას გზადაგზა ვკრიფავ,
ჩემთან მომავალს შემოაქვთ ფიქრებს,
ასე ძლიერ რომ გიყვარვარ, გსურვარ,
ვგრძნობ, ჩემი სულის ეხები სიმებს.
ნეტავ, რად არ აქვს სიყვარულს ფრთები,
რომ გამოგვესხას როგორც ბულბულებს,
და ამ სამყაროს ხმა ესმას ნაზი,
სანამ სიკვდილი დაიგუგუნებს.
მინდა, გულში ჩაგეფინო ყაყაჩოდ
მინდა, გულში ჩაგეფინო ყაყაჩოდ,
ყიცვამ, თოვლმა არასოდეს დაგაზროს,
სისხლმა სწრაფად ენგურივით იდინის,
ფრთა გაშალო, როგორც ჭრელმა მიმინომ.
სურვილების დაგებედოს ახდენა,
იმეგობრო გაზაფხულის ქარებთან,
მზეს გაჰქონდეს შენს თვალებში ჭიატი
და მეც ასეთს შეგიყვარებ მიამიტს.
Thursday, December 16, 2021
თუ არ გინდივარ! (სატრფიალო, ერთსტროფიანი)
თუ არ გინდივარ, — დამინგრიე სულის ტაძრები,
სადღა ვილოცო, დამეფარა ცრემლით ღაწვები,
რა ტყუილად ვანთე უკვდავების თეთრი სანთლები,
როგორც უბრალო, მეც შავ მიწას მივებარები.
შენ პასუხს ელი (სატრფიალო)
ჩემი სული ხარო
Wednesday, December 15, 2021
მუზა ვარ შენი
შენ მე მიყურებ, როგორც ნიმფას, ზღვებიდან მოსულს,
გიტაცებს ჩემი კანის ფერი, ჩემი სიშიშვლე,
და ნეტარებას არქმევ წუთებს, როცა ვარ შენთან,
მეალერსები და ჩემს მკერდზე ლაღად იძინებ.
ესწრაფვი კოცნას, საოცრებას ამა ქვეყნისას,
ჩემს დანახვაზე შენს ძლიერ გულს გააქვს ფართხალი,
მუზა ვარ შენი, მინდა დაგწვა ვნებების ცეცხლში,
და ვეღარ ჰპოვო ჩემგან ხსნა და გამოსავალი..
ნუთუ, ეს მე ვარ! (სატრფიალო)
ნუთუ ეს მე ვარ,
შენს სამყაროში შემოჭრილი,
შეშლილი ქარი,
ღრუბლებს და ფოთლებს
უგზოუკვლოდ მივერეკები,
Tuesday, December 14, 2021
ჩემ და შენ შორის (სატრფიალო)
ჩემ და შენ შორის ჯიუტი და ავი გზებია,
იფიქრებ, ვინა თქვა სიჯიუტე ბილიკ-გზებისა,
მეურჩებიან და მეც შენკენ ვეღარ მოვდივარ,
შენი ნახვა კი დღემდე მხოლოდ სიზმრად მეღირსა.
ლამაზი იყავ, ფერად გედო მთების იერი,
ზვიად მწვერვალთა მდუმარება ნათელს გმატებდა,
შემიყვარებდი, კადნიერად ვით ვიფიქრებდი,
ჩემი ოცნება დავიმარხე გულში ხატებად.
რაც გინდა დაარქვი, ავტ. მამუკა ოჩიაური
რაც გინდა დაარქვი . . . !
Monday, December 13, 2021
მოლოდინში გავილიე (სატრფიალო)
თითქოს მოლოდინში გავილიე,
გულზე ბზარები გამჩენია,
მგონი სულ წვეთებად დაილია,
მთვარე ჩემს სარკმელთან გამთენიას.
მის მოსვლას პირიც რომ აღარ უჩანს,
თვალი იწროებზე დამრჩენია,
სულში ნაიარევს რა ვუშველო,
თორემ შავნისლები გზად მელიან.
რასაც ახლა გწერ! (სატრფიალო)
რასაც ახლა გწერ, არ გეგონოს შენ სინამდვილე,
ალბათ, ზღაპარში თუ ვიყავით მაშინ ნამდვილად,
ცისკენ აგქონდა შენ ლამაზი მოწნული კიბე
და იქ მელოდი, ზეცის კიდედ, მაღალ ალვებთან.
ღრუბლებზე მსხდომნი დავიღალეთ ხვევნა-ალერსით,
შენ სიყვარულის სამუდამო დამიდე ფიცი,
მერე გავფრინდით მწვერვალისკენ ქარიშხალებად,
სადაც ყინული და მზე ერთად ზარებით გვიცდის.
რომ სამუდამო იყოს ჩვენი ეს სიყვარული,
მას ჩაშლის მხოლოდ ჩვენ ერთ-ერთის გარდაცვალება,
შენ მე მაჩუქებ ულამაზეს მთისხელა ღიმილს,
მე კი ვერაფერს იმას ვეღარ ვანაცვალებ და...
რასაც ახლა გწერ, არ გეგონოს შენ სინამდვილე...
რასაც ახლა გწერ (სატრფიალო)
რასაც ახლა გწერ, არ გეგონოს შენ სინამდვილე,
ალბათ ზღაპარში თუ ვიყავით მაშინ ნამდვილად, ცისკენ აგქონდა შენ ლამაზი მოწნული კიბე
ნეტავ, როგორი ვარ შენს სიზმრებში?!
ნეტავ, როგორი ვარ შენს სიზმრებში,
Sunday, December 12, 2021
ვიცი, რომ მელოდი (სატრფიალო)
ვიცი, რომ მელოდი,
მეც უმალ მოვფრინდი,
აგავსე ყვავილით,
ტრფობით და სიამით.
მე შენთვის მომქონდა
ეს სავსე სასმისი,
უფალს გამოვთხოვე
დალოცვა ამისი.
შიგ წყალი ჩავასხი
ქართული წყაროდან,
შიგნით ჩავაწურე
მყინვარის წვეთები,
შენა ხარ, ძვირფასო,
სხივი სამყაროდან,
ასე რომ მიყვარხარ
და მეიმედები.
Friday, December 10, 2021
მე რომ მოვედი (სიმღერა)
როცა დამესიზმრე (სატრფიალო)
ღამით, როცა დამესიზმრე, გინათებდა მთელი სახე,
შენს თვალებში ბრჭყვიალებდა ჩანჩქერების სილამაზე,
მიყვარხარო, მითხრეს თვალთა, საიდუმლო შეგვინახე,
მთელი ღამე შენ მიგებდი ყვავილების ფიანდაზებს.
მერე ველზე წამოვწექით, სურვილების გვქონდა ღამე,
რა გინდოდა, იმას ვცნობდი, მე რა მსურდა, ისიც ნახე,
დილით, როცა გამეღვიძა, მოვიხედე, ვერსად გნახე,
როგორ მინდა დავინახო სურვილებით სავსე სახე!
ვუცქერდი დაისს
Thursday, December 9, 2021
და წვება სევდა (სატრფიალო)
სადღაც შორს დარჩა...
ამ ღამ მოგელი სიზმარში (სალაღობო, ხალხურ მოტივებზე)
ამ ღამ მოგელი სიზმარში,
ჩაგეხუტ-ჩაგეხურები,
მოვჩქეფ წყალივით მდინარის,
ტალღებად დაგეხურები.
არ მოგასვენებ ერთ წამსაც,
ვერაფრით დამემდურები,
შენ სიყვარული ვიქნები,
ოცნებსავით ულევი.
ვეძებ იმ მირაჟს! (სატრფიალო)
მე შენს თვალებში ვენთე სინათლედ,
მათში ვხედავდი ჩემს ნაზ ანარეკლს,
დღეს უშენობის მიდგას გრიგალი,
ხის კენწეროებს ხრის და აბაცებს.
მოდის და მოდის უთქმელი სიტყვა,
ნიაღვრებს ჩემი გრძნობებიც მიაქვთ,
და ვეფარები უმზეო ცის თაღს,
სადაც შენ დარჩი, ვეძებ იმ მირაჟს.
,
,
წუხელ ღამით სიზმრად ვნახე (სატრფიალო)
წუხელ ღამით სიზმრად ვნახე, ელვარებდა მისი სახე,
ღმერთო, ასე გავიფიქრე, გულს რა ვუყო, ასე თავხედს,
ის ცაშია, მე კი დაბლა, თუ დამიგო ეშმამ მახე,
სურვილები საოცარი უგნურებას ჩემსას ამხელს.
განა კაცს კი შეუძლია, მზეს შეხედოს, არ დაიწვას,
განა ნათელს ყველას არ ჰფენს, ყოველ დღე და ყოველ დილას,
მაშ შენ ვინ ხარ, ვუთხარ ჩემს გულს, რომ მარტო შენ შეგიყვაროს,
ვუცქერ ასე ლამაზს, დიადს და ამითაც გული ხარობს.
Wednesday, December 8, 2021
მე სიყვარულის ღმერთი მდარაჯობს! (სატრფიალო)
მე სიყვარულის ღმერთი მდარაჯობს,
მას შევუყვარდი,
არ მეგონა, თუ ასეთი რამ შეიძლებოდა!
მე სიყვარულის ღმერთი მეტრფის,
მასთან ვთამაშობ,
არ მეგონა თუ ასეთი რამ შეძლებოდა!
ხან ქარს მიგზავნის, ყურში რამე რომ მიჩურჩულოს,
ხანდახან სიოს, ტუჩებზე რომ მომელამუნოს,
მე სიყვარულის ღმერთი მდარაჯობს!
ნეტავ რას სჩადი, ცელქო ამურო!
მე შენ გელოდი (სატრფიალო)
მე შენ გელოდი, უსასრულოდ, ჟინით გელოდი,
ყრუ რეალობას რა საქმე აქვს ნეტავ ფიქრებთან?!
როს მეძახოდი, მხოლოდ მაშინ ვენამზეობდი,
მერე კი ჟამი სიჩუმეს და დუმილს მისდევდა.
სადა ხარ, ჩემო, ციხე-კოშკში გამოკეტილი,
თუ გაგიტაცეს და შეგიპყრეს ზღვათა ნიმფებმა?!
მე მივუყვები მრუმე ქუჩებს გულგატეხილი,
ჩვენი შეხვედრა უფალმა ხომ ჯერ არ ინება!!!
შევეხიზნები ლაბირინთებს შენგან ძებნილი,
დავიკარგები, მინოტავრის ვიქცევი კერძად.
შენ კარგად იცი (სატრფიალო)
შენ კარგად იცი, როგორი ვარ, რა მიძევს ფიქრად,
ეს მე ვარ ევა! (სატრფიალო)
Tuesday, December 7, 2021
ოღონდ გიყვარდე! (სატრფიალო)
ერთხელ იტყვიან, სილამაზე ჰქონდაო ოდეს,
ეშვებოდაო მის თვალებში შუქი ტკრციალით,
დაე, ეს ტუჩი ძველებურად სინაზით თრთოდეს,
უთქმელი ვნების, სიყვარულის თანაზიარი.
არც კანი მინდა პირისახის, თეთრი ქათქათა,
ანგელოზების და ნიმფების თავშესაფარი,
ოღონდ გიყვარდე, მეძახოდე აღთქმულ ზღაპრად და,
თუნდაც კაქტუსად გადავიქცე ცხელი საჰარის.
სიზმარში ვნახე
სიხმარში ვნახე, საწყალი შველი,
წყაროს წყალთან რომ დაჭრილი იწვა
და იქვე იდგა იმისი მკვლელი,
სისხლისგან წმენდდა იმ ნასროლ ისარს.
შველის თვალებში ჩამდგარი სევდა
არეკლილიყო მოწმენდილ ცაზე
და სადღაც ისევ ისმოდა კითხვა:
ღმერთო, რად არის ცხოვრება ასე?!
Monday, December 6, 2021
დიდი ხანია არ გწვევივარ! (სატრფიალო)
დიდი ხანია არ გწვევივარ, ჩემო სიზმრებში,
დღეს მინდა შენკენ სიოსავით გამოვეშურო,
იქნებდა სადმე მოგიხელთო ძილის მირაჟში,
მინდა შენს ტუჩებს, შენს ნაზ ბაგეს რომ დავეწურო.
შემოგიწვები მთელი ღამე, სხეულს გაგითბობ,
გაჩუქებ ღამეს, დაუვიწყარს, ჩვენი ოცნების,
და მინდა შენზე ლაღი კოცნით რომ ვინადირო
და ჩემთან დარჩე სამუდამოდ განაოცები.
,
ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდით! (სატრფიალო)
6.12.2021 წელი
როცა მოვედი...(სატრფიალო)
Sunday, December 5, 2021
ერთსტროფიანი (სატრფიალო)
შეგუბებული დამაქვს
ამ ჩემს ვენებში სისხლი
და რომ წამოსკდეს, ვაჟო,
შენაც წაგლეკავს, ვიცი.
Saturday, December 4, 2021
დავიშანთე სიყვარულით (სატრფიალო)
დავიშანთე სიყვარულით,
დღე და ღამე ამერია,
მოხვედი და მომიტანე
თეთრზე თეთრი კამელია,
შენი ტუჩის გემო ვიგრძენ,
ახლა გრძნობაც ამერია,
შენ მიყვარხარ თუ ყვავილი,
ხელს რომ მითბობს - კამელია.