Friday, December 31, 2021

თვალებში ჩამხედე! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 თვალებში ჩამხედე !

1 . ვით მომნატრებიხარ ,
შეგხვდი და ვიგრძენი ,
მჯერა , ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი რომ
თავად ღ მ ე რ თ ი ა ;
არ ვნაღვლობ , მეძახონ ,
გინდ გ ი ჟ ი , გინდ ბ რ ძ ე ნ ი ,
ყველას ნააზრევი ,
ჩემთვის სულ ერთია !
2 . სურვილის მ ზ ე ხარ და
სულ თვალწინ მინთიხარ ,
აროდეს მბეზრდება
მე შენი ფერება ,
და ... როგორც ს ი ც ო ც ხ ლ ე ,
მწყურიხარ , მინდიხარ ,
თუმც გ რ ძ ნ ო ბ ა , ~
ს ი ტ ყ ვ ე ბ ი თ ვით დაიწერება .
3 . არსებობს ს ი ტ ყ ვე ბ ი
ო ც ნ ე ბ ი ს სადარი ?
ან ღ ა მ ე ს ვინ აღწერს , ~
ნათენებს ფ ე რ ე ბ ი თ ,
ო რ სხეულს როცა სწვავს
სურვილის ღადარი ,
გ რ ძ ნ ო ბ ა ს ვინ დახატავს
ფუნჯით და ფერებით ?!
4 . თვით სიტყვა
,, მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ "
რა უსუსურია ,
ვით ც ი ც ი ნ ა თ ე ლ ა
უკუნეთ ღ ა მ ე შ ი ...
მეც გეტყვი :
,, მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ! "~
თუ ასე გწყურია ,
არც ვიცი , ეგ სიტყვა
გჭირდება რამეში ?
5 . თ ვ ა ლ ე ბ შ ი ჩამხედე ,
თვალები წრფელია ,
ერთგულად იციან
მათ არ დავიწყება ,
ეს გ რ ძ ნ ო ბ ა , ისე ვით
ს ა მ ყ ა რ ო , ძველია ,
პირდაპირ ა დ ა მ და
ე ვ ა დ ა ნ იწყება !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
28 . 12 . 2021 წელი .
თქვენ, ზაზა ფელიშვილი, ელგუჯა ციგროშვილი და 120 სხვა
77 კომენტარი
65 გაზიარება
სიყვარული
სიყვარული
კომენტარის დატოვება
გაზიარება

No comments:

Post a Comment