Tuesday, December 14, 2021

ჩემ და შენ შორის (სატრფიალო)

 ჩემ და შენ შორის ჯიუტი და ავი გზებია,

იფიქრებ, ვინა თქვა სიჯიუტე  ბილიკ-გზებისა,

მეურჩებიან და მეც შენკენ ვეღარ მოვდივარ,

შენი ნახვა კი დღემდე მხოლოდ სიზმრად მეღირსა.

ლამაზი იყავ, ფერად გედო მთების იერი,

ზვიად მწვერვალთა მდუმარება ნათელს გმატებდა,

შემიყვარებდი, კადნიერად ვით ვიფიქრებდი,

ჩემი ოცნება დავიმარხე გულში ხატებად.


No comments:

Post a Comment