Thursday, December 23, 2021

მკერდზე მოგეკარი (სატრფიალო)

 მკერდზე მოგეკარი, თვალებში ჩაგხედე,

ყვაოდნენ ლურჯთვალა იები,
მიყვარხარო, ვაჟო, ათასჯერ გითხარი,
კვლავ შენ შემოგყურებ იმედით.
შენი ღიმილია დილა და ცისკარი,
სავალს რომ მინათებს ღვთის ნებით,
არ დაიგვიანო, დროზე მომისწარი,
გველიან არაგვის პირები.

No comments:

Post a Comment