შენ ვისაც ეძებ, მე ის არა ვარ,
წლებმა სახეზე გადამიარა,
შენ სულის სიმებს ეძებ ფაქიზებს,
მე ხმის ჩახლეჩით ვყვები გიტარას.
შენ ბეთხოვენის მუსიკა გხიბლავს,
ჩემს სულთან უფრო ახლოა ბახი,
შენ მთვარის სხივით მოსასხამს მირთავ,
რომ შევერიოთ ვარსკვლავებს ღამის.
სურვილებს შენსას გზადაგზა ვკრიფავ,
ჩემთან მომავალს შემოაქვთ ფიქრებს,
ასე ძლიერ რომ გიყვარვარ, გსურვარ,
ვგრძნობ, ჩემი სულის ეხები სიმებს.
ნეტავ, რად არ აქვს სიყვარულს ფრთები,
რომ გამოგვესხას როგორც ბულბულებს,
და ამ სამყაროს ხმა ესმას ნაზი,
სანამ სიკვდილი დაიგუგუნებს.
No comments:
Post a Comment