Monday, December 6, 2021

როცა მოვედი...(სატრფიალო)

როცა მოვედი, მწვანე ველზე იწექი უკვე,
გასცქერდი ვარსკვლავთ, მთებზე ნისლთა შემოღამებას,
ჩემს დანახვაზე, გაიცინე, მომართე ტუჩი
და მთელი ღამე ვერ დავეხსენ იმის ალერსსაც.
როგორ მწყუროდი, ხომ იცოდა ზეცამ და მთვარემ,
როგორ მინდოდა შენს სხეულში სითბოდ გალხობა,
შემოვიხურეთ ჩვენ იმ ღამეს ტრფობის საბანი,
შენგან, მეფისგან, ხომ მივიღე უტყვი თანხმობა.
მე ვნავარდობდი ღრუბლებში და შენც წაგიყვანე,
განა რა არის ერთი ღამის ლურჯი ზმანება,
შენ სიყვარულის მომატარე ლაბირინთები,
ვერ მოვასწარი სიყვარულის შენთვის გამხელა...




No comments:

Post a Comment