Wednesday, December 8, 2021

შენ კარგად იცი (სატრფიალო)

შენ კარგად იცი, როგორი ვარ, რა მიძევს ფიქრად,

ან რატომ კვესავს ეს თვალები ასე დარდებით,
მთვარის დისკოდან არეკლილი სხივები მხიბლავს
და იმათ ვუჭვრეტ, არ ვეფარვი, არ ვემალები.

ვარსკვლავი მიყვარს, თოვლის ფიფქი, ვარსკვლავს რომ მოჰგავს,
მალე ჩამოთოვს, გაივსება თოვლით ქუჩები,
შენ ისევ მესვრი, როგორც უწინ, დიდ თოვლის გუნდას,
და როგორ უწინ, ბავშვობაში, გაგებუტები.



No comments:

Post a Comment