ღამით თუ იგრძენ, შენთან ვიყავი
და შენი სახის დაკოცნა მსურდა,
ბაგე შეგახე ლამაზ ტუჩებზე,
შენი სხეული ცეცხლივით ხურდა.
არ გაგაღვიძე დაძინებული,
მხოლოდ შორიდან მოგელაციცე,
დავბრუნდი სევდით დამძიმებული,
მაინც სითბოთი გული გამივსე.
No comments:
Post a Comment