Monday, December 27, 2021

 ასე მგონია, მედენები შენი გულიდან,

ქარმა მსტოვარმა მომიტანა ესე ამბავი,

მე შენ მიყვარდი დასაბამით, გაზაფხულიდან,

შენი სიტყვაა ჩემი სულის მწე და  წამალი. 

შენ კი კვლავ დუმხარ, როგორც დუმდი ალბათ მაშინაც,

მე რომ სიყვარულს უსასრულოდ გეფიცებოდი,

შემოგანათებ ჩემი სულის ციურ ათინათს,

მაინც აღვსდგები, ტკივილით რომ ძირს ვეცემოდე.





No comments:

Post a Comment