Thursday, December 16, 2021

შენ პასუხს ელი (სატრფიალო)

შენ პასუხს ელი, გინდა გითხრა, მე ვარ ის ქალი,
ვისზეც ოცნებობ, ვინც გაღელვებს ასე ძალიან!
მაგრამ მე სადღაც უსიერში მივყავარ ფიქრებს
და პასუხების გასაცემად არა მცალია...
იქნებ ამიტომ დგახარ მარტო და ნაზად მიმზერ,
შენს ლამაზ სიტყვებს სდევს ნისლების მელანქოლია,
ლამაზ ზღაპრებში მომიხელთებ, ძვირფასო, ისევ...
იქ გადავსერავთ გზა-ბილიკებს სპეტაკთოვლიანს.
მაია დიაკონიძე
16.12.2021წ




No comments:

Post a Comment