Monday, December 27, 2021

არ შემიძლია, რომ არ მიყვარდე

 არ შემიძლია, რომ არ მიყვარდე,

რომ არ ვიწვოდე ვნების ქარებით, 

ამ სამყაროში, ჩემს თავს კი არა,

მგონი სუყველას განაცვალებდი.

შენა ხარ ჩემი სული და სულთქმა, 

შენა ხარ ჩემი ზეცა უძირო,

ახლაც მინდორში ბალახზე ვწევარ,

რომ შენს თვალებში ზეცას ვუმზირო.

და განა კმარა თუნდაც "მიყვარხარ",

რომ გითხრა, ჩემო, სულო ზღაპრულო,

შემდეგში ალბათ ბულბულად მოვალ, 

რომ ჩემებურად მოგიქართულო.

გითხრა, თუ როგორ ძლიერ მიყვარხარ, 

ვეღარ ვცვლი ჩემი სულის ამინდებს,

არ შემიძლია, რომ არ მიყვარდე,

მაპატიებ და ალბათ გამიგებ.






No comments:

Post a Comment