ნუთუ ეს მე ვარ,
შენს სამყაროში შემოჭრილი,
შეშლილი ქარი,
ღრუბლებს და ფოთლებს
უგზოუკვლოდ მივერეკები,
და ერთხელ როცა ჩამოვჯდები
სადმე წყლის ნაპირს,
იმ დროს სინაზით,
სიყვარულით თითქოს მეხები
და მავიწყდება,
რომ მე ვარ ქარი
და შენს მკლავებში
ვხდები მე ქალი..
No comments:
Post a Comment