ნეტავ, როგორი ვარ შენს სიზმრებში,
ნაზი ქალწული თუ პრიმადონა,
როგორც სამოთხის ჩიტს მეფერები,
თუ გსურს ავჭიკჭიკდე იადონად.
შორიდან მეტრფი და მაყვავილებ,
ქოთანში გამზარდე ია-ვარდად,
იქნებ ვნებიანი შეგიყვარდი,
თუ აფროდიტა ვარ ცისფერ ზღვათა..
ნაზად მიცქერი და ხმას არ იღებ,
მე კი ამინდებმა მიავდარა,
მინდა ყოველივე გამოვიცნო,
ყვავილად მოვიდე თუ ნიავქარად.
მაია დიაკონიძე
No comments:
Post a Comment