რაც გინდა დაარქვი . . . !
რაც გინდა დაარქვი გრძნობა, გატაცება
ან ფიქრი ზღაპრული, ათასი ფერითა
ყოველთვის მინდოდა შენი მოტაცება,
და მთებში წაყვანა იორღა ცხენითა.
რაც გინდა დაარქვი , დღეს ნება შენია
დღეს შენ ხარ სტუმარი ფიქრებად მოსული,
უშენოდ ცაზე მზეც ცქიოტი ფერია
ბულბულმაც დაკარგა სიმღერა მგოსნური.
რაც გინდა დაარქვი, არ მკითხო არ გინდა
ერთხელ ხომ შეგბედე რაც მქონდა სათქმელი
სასმელთან ვმეგობრობ, წინ მიდგას მაგიდა
ყანწებით არაყი და ღია სარკმელი.
რაც გინდა დაარქვი, ამ გრძნობას ნაფერებს
არ ვიცი რა გითხრა, მოგწერო
რარიგად.
ვინ დათვლის უძილო ღამეებს ნათენებს,
ან ამ გულს შენდამი შეწირულს ტარიგად.
შენ, მკერდში ყიოში გული რომ გდებია
არვიცი რა არის ამისი წამალი,
შენამდე რამდენი თმათეთრი მთებია
გიჟმაჟი მდინარე, გზაწვრილი - -სავალი.
მე დავრჩი ამ გრძნობის მონა და მძევალი,
კვლავ ვთვრები არაყით და შენზე ფიქრებით
ჩვენ ვერას დაგვაკლებს, ქალშავა მდევარი
რადგანაც ორივე არხოტში ვიქნებით !
მამუკა ოჩიაური
No comments:
Post a Comment