შენ ჩემი ზღვა ხარ, წყნარი და მშვიდი,
მე ერთი ცელქი პატარა ზვირთი,
მოგევლები და გიჩეჩავ ქოჩორს,
აგრევ და დაგრევ, ვწყნარდები ბოლოს.
შენს ძლიერ მკერდზე ვისვენებ მაშინ,
მოგიალერსებ, მივწვდები ნაპირს,
მერე კი ისევ ზევითკენ ვიწევ
და ვისვრი შხეფებს ცასავით ცისფერს.
No comments:
Post a Comment