ჩემო ნინო!,,დარდების და სიხარულის შემგროვებელო,'' ვნახე შენი ლექსი:
,, მძულს ყველა სიტყვა, რაც აქამდე დამიწერია...
გულს ამოვგლეჯდი ყოველ სტრიქონს, დავწყვეტდი რითმას...
თურმე გრძნობები სიყალბეში გამილევია,
ხვალ მოვა ხვალე და ვიპოვი სულ ახალ სიტყვას.''
სამწუხაროდ ვერ დაგეთანხმები.მე ჩემს აზრს ასე მოგაწვდი:
კოლხმა მედეამ თავის ხელით დაკლა შვილები...
ფიქრიც კი გზარავს, კაცმა ამას მშვიდად უცქირო...
მერეღა შეცბა, როცა ნახა დახოცილები,
ვის რა დააკლო?_თვითონ დარჩა უშვილ__უძირო.
როგორ ამოჰგლეჯ, გულს,შვილივით ნაფერებ სტრიქონს?
და შენ, პოეტი,დაწყვეტ თურმე საკუთარ რითმას?
ვიღას სჭირდება უიმედო ეგ დაპირება:
რომ,,ხვალე მოვა,ხვალ იპოვი სულ ახალ სიტყვას''...
ხვალაც ნუ დასწერ,თუ ზეგ ისევ ასე იფიქრებ,
ზეგ ხვალინდელიც დაძველდება,_გახდება ,,გუშინ''...
გატყობ, რომ დღემდის მხოლოდ დარდი გიგროვებია
და სიხარულის აღარ დაგრჩა ადგილი გულში.
არის საზღვარი, პოეტი რომ ვერ გადასცდები,
მას ტაბუ ადევს,მტკიცედ არის შემორაჯული...
შენ პოეტი ხარ? სწორედ ამბობ, თუ რამეს სცდები,_
მკითხველი არის შენი მსაჯული!
დიდი პატივისცემით:ელგუჯა ციგროშვილი,ქ. თესალონიკი.28.12.2011წელი.
No comments:
Post a Comment