ვუცქერდი დაისს და მზეს ჩამავალს
ლექსებს ვუწყობდი თბილად უბეში,
რომ დილით ცეცხლში გამონაწრთობნი,
შემომეწყვდია ხელისგულებში
და ქაღალდებზე გადამეტანა
გამობრძმედილნი ვნების ქურებში,
ხან სიყვარულად ამებრიალნა,
ხან ცრემლით მეცა სხვისთვის ნუგეში.
და დედამიწის პარალელებზე,
სადმე თუ კიდევ შუქი კიაფობს,
მინდა, რომ გითხრა თბილი სიტყვები,
მიყვარხარ, ჩემო ადამიანო!
No comments:
Post a Comment