Wednesday, December 22, 2021

მოდი, დამარბიე (სატრფიალო-ეროტიკული)

მოდი დამარბიე, დამწვი, დამანელე,
ვუყურებ შენს სახეს, შენს მკერდს და შენს ხელებს,
როგორი სურვილით და ვნებით ვიწვები,
როგორც ძლიერ ცეცხლში ნაძვის ხის წიწვები.
იგემე ამ ბაღის სამოთხის ვაშლები,
გასინჯე, დატკბი და მაწვიე საწადელს,
რომ თრთოლა გაჰქონდეს ნეკნებს და ლავიწებს, 
არ მქონდეს საშველი, ვერსაით წავიდე.
შენ იყო მხოლოდღა სიცოცხლის სარკმელი,
ჩემში მოდიოდეს უსაზღვრო ნათელი,
მიხვდები, ჩემს იქით შენი გზა არ არის,
მე შენი ევა ვარ, შენ - ჩემი ადამი. 










.

No comments:

Post a Comment