ღამით, როცა დამესიზმრე, გინათებდა მთელი სახე,
შენს თვალებში ბრჭყვიალებდა ჩანჩქერების სილამაზე,
მიყვარხარო, მითხრეს თვალთა, საიდუმლო შეგვინახე,
მთელი ღამე შენ მიგებდი ყვავილების ფიანდაზებს.
მერე ველზე წამოვწექით, სურვილების გვქონდა ღამე,
რა გინდოდა, იმას ვცნობდი, მე რა მსურდა, ისიც ნახე,
დილით, როცა გამეღვიძა, მოვიხედე, ვერსად გნახე,
როგორ მინდა დავინახო სურვილებით სავსე სახე!
No comments:
Post a Comment