ამ ღამით, ჩემო, იდუმალი ნათება მოვა,
ახედავ ზეცას, წამოვალ თოვლად,
ფიფქები თავზე მოგევლებიან, ფოლიანტებად,
და ერთი ფიფქი, დაინახავ, ტუჩს დაგადნება,
გამომიწოდე ეგ ძლიერი ხელისგულები,
ჩამიკარი და მიწყალობე სითბო ულევი,
და იმ თოვლიან და სპეტაკ ღამეს
კვლავ შეერთდება ჩვენი გულები.
No comments:
Post a Comment