Sunday, December 26, 2021

რაღას მერჩოდი, თავი ასე რად შემაყვარე,
უკვე ვედექი მოუსვლეთის გზას და ბილიკებს,
ჩემს გულს მშვილდიდან სულ ისრები გადმოაყარე,
ახლა კი ყველა ნაკადული ჩემთვის ლიკლიკებს
გამომიყვანე დღის ნათელზე რუხი ნისლიდან.
ახლა სხივებს ვკრეფ მზის გულიდან, შემოგაფრქვიო,
შემოგჭიკჭიკებ მერცხალივით  ყველა დილიდან,
შენ ჩემი სულის იმედო და მთების არწივო.




No comments:

Post a Comment