Monday, December 27, 2021

 სამოთხის ჩიტი ხარ, ლამაზად ჭიკჭიკებ

და მაფრქვევ საამო ჰანგებს,

მე კი ამ საუბარს თავიდან ვიცილებ,

ტრფობის ბურუსში რომ მახვევს.

ვარდი ვარ სამოთხის, სულ შენთვის ვყვავივარ,

მეც ვხედავ შენს ლამაზ სახეს,

იქნებ სულ ახლოს  ვარ, იქნებ შენ წინაც ვარ, 

მიკვირს, რომ ვერაფრით მნახე.


No comments:

Post a Comment