სიყვარულის ზედაშე
ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდით ერთურთისკენ მე და შენ,
რომ შეგვესვა ჩვენ ორივეს სიყვარულის ზედაშე,
გზაში უცებ დამიღამდა, დაგიღამდა მგონი შენც,
უცებ ღრუბლად ავიჭერი, დაგედევნე ფეხდაფეხ...
ზეცას ვთხოვე დახმარება, ვარსკვლავებს და მთვარესაც,
თანამიგრძნეს, გზა გამიხსნეს, ცრემლი ღვარა ღამემაც,
და განათდა ირგვლივ არე, შევეჩეხეთ ერთმანეთს,
ახლა გზებზე ერთად ვივლით, შევსვამთ ტროფის ზედაშეს.
6.12.2021 წელი
No comments:
Post a Comment