Monday, December 27, 2021

 ჩემი გული შენსას მივაწებე,

ტუჩი - ტუჩს და ეს თითები თითებს,

და ვიცურე შენთან ერთად ზღვაში,

კმაყოფილმა დილით გავიღვიძე,

არ მცილდება ეგ სინათლე თვალთა,

შენი მკერდი, ნეტარების ხარო,

შევიხსენი ქამარი და ბალთა,

შენც რომ მითხრა, როგორ მიყვარხარო.



No comments:

Post a Comment