მოდი დამარბიე, დამწვი, დამანელე,
ვუყურებ შენს სახეს, შენს მკერდს და შენს ხელებს,
როგორი სურვილით და ვნებით ვიწვები,
როგორც ძლიერ ცეცხლში ნაძვის ხის წიწვები.
იგემე ამ ბაღის სამოთხის ვაშლები
და სიტკბო იგძენი, ჩემს სახელს გაფიცებ,
უშენოდ არ ვიყო, ვერსაით წავიდე,.
რომ თრთოლა გაჰქონდეს ნეკნებს და ლავიწებს..
შენ იყო მხოლოდღა სიცოცხლის სარკმელი,
ჩემში მოდიოდეს უსაზღვრო ნათელი,
მივხვდები, შენს იქით ჩემთვის ხსნა არ არის,
ევა ვარ ცოდვილი, შენ - ჩემი ადამი.
No comments:
Post a Comment