და წვება სევდა წყება- წყებად ფანჯრის მინაზე
და იხატება შიგნით სახე ჩუმი დარდებით,
და მე გიყურებ ნაღვლიანი. უხმო ცრემლებით,
ვერ გეუბნები, შენზე ვფიქრობ და მედარდები.
ნუთუ გიყვარვარ, ჩაგისახლდი სულში ფერიად
და უკრავს სადღაც, ძველ ქუჩაზე ძველი გარმონი,
შენ ჩემს იდუმალ ამოუცნობ სევდას ინახავ,
და მე ვარ მხოლოდ შენი სევდის მწე და გამგონი.
მაია დიაკონიძე
9.12.2021წ
No comments:
Post a Comment