მე შენს ხელებში დავიცლები ტრფობის ფიალად,
ათასწლეულებს ხომ დაიტევს ეს ჩემი ვნება,
ეს მე ვარ, ერთხელ ხომ შევცოდეთ თანაზიარად,
ახლაც დაგიცხრობ ყველა სურვილს, მე, შენი ევა!
ჩამოგეშლები მკერდზე ნატიფ მარგალიტებად,
მოგაჭდობ მკლავებს, შენს სხეულთან გავნაპირდები,
შენ დავარდები აუხდენელ სურვილთა ძებნად,
მე კი ედემში დაგაბრუნებ, ამას გპირდები.
No comments:
Post a Comment