იცით, მე უკვე აღარ მკლავს დარდი,
ვის ვუყვარვარ და აღარ ვუყვავარ,
ალბათ, იმ ასაკს კარგა ხანს გავცდი,
როცა მესროდნენ მზერას უთვალავს.
დღეს მხოლოდ ჩემსას ვატარებ ფიქრებს,
მიყვარს სიტყვები წრფელი და ნაღდი,
და ახლა მხოლოდ იმასღა ვფიქრობ,
ღმერთს თუ ვუყვარვარ ამ ჩემი დარდით.
მაია დიაკონიძე
22.12,2021წ
No comments:
Post a Comment