იქნება მზერის ლაბირინთში გორგალს გამოვყვე,
რა იცი, იქნებ გამიმართლოს, შენთან მოვიდე,
და აირეკლავს თვალი ჩემი ლამაზ გაზაფხულს,
შენს თვალში რომ ჩანს, გაგვანათებს სხივი ორივეს.
აყვავდებიან ჩემს სისხლშიაც ძოწის ტიტები,
და უშურველად დიდ განცხრომას მიეცემიან,
მზე ხარ, სიცოცხლე, წაგიკითხავ მხოლოდ ტიტრებით,
სიტყვები რაა, როცა სისხლში ვარდის ტევრია.
No comments:
Post a Comment